წაბლის თაფლი მუქი ფერისაა, აქვს უნიკალური მომწარო-მოტკბო გემო, ძალზე სპეციფიური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წაბლის ყვავილის სუნი. წაბლის თაფლის გემო და არომატი განსხვავებულია მოპოვების ადგილმდებარეობის, ამინდის, წაბლის ჯიშის მიხედვით. ის ნელა კრისტალიზდება (შაქრდება), შესაძლებელია მთელი ზამთრის განმავლობაში თხევადი დარჩეს. ამინომჟავებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი წაბლის თაფლი დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ცნობილია თავისი ანტიმიკრობული, ბაქტერიოციდული და ანტისეპტიკური თვისებებით, უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაჯანსაღებას, ამაგრებს კაპილარებს, აუმჯობესებს საერთო გუნება-განწყობილებას.
top of page


ცაცხვის თაფლი
ცაცხვის თაფლი ნათელი ფერისაა. ნატურალური ცაცხვის თაფლი ადვილად კრისტალდება.
ტრადიციულად, ცაცხვის თაფლის მიღება სასარგებლოა გაციების დროს. ცაცხვი თვითონ არის ოფლმდენი საშუალება. მისი მიღება ხელს უწყობს სილამაზის შენარჩუნებას.
17,00GELPrice
bottom of page
