top of page

ალპური ანუ მთის თაფლი სავსეა სხვადასხვა ყვავილების სურნელითა და არომატით, ქვს საკმაოდ მდიდარი გემო და დიდი სიტკბო.

ალპური თაფლი პირველ რიგში, ღირებული აიმით, რომ ფუტკარი მას აგროვებს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში. ალპური თაფლის ნექტარში ფუტკარი თავს უყრის მაღალ მთებში შეგროვებული ისეთ მრავალფეროვან მცენარეთა პალიტრას, როგორიცაა: სალბი, კუნელი, პიტნა, კოწახური, ტყის მოცვი, ტყის ჩაი, ჟოლო, ცხრატყავა და ბევრი სხვა. ალპური თაფლი შეიცავს იმ მცენარეთა იშვიათი სახეობების ნექტარს, რომლებიც იზრდებიან მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე, მაღალმთიან ზონებში და თაფლის სხვა სახეობებში მათი არომატი თითქმის არ გვხვდება.

სასარგებლო თვისებებითა და შემადგენლობით (ვიტამინები,  ამინომჟავები და სხვადასხვა ფერმენტები) ალპური თაფლი განსხვავდება ტყისა და მდელოს თაფლის სხვა სახეობისაგან.

ალპური თაფლი 350გ

14,00GELPrice
Quantity
    bottom of page