top of page

ჩვენი გზა

ტრადიციის მემკვიდრეობა

თაფლიკაცი მეფუტკრეობის მდიდარი ისტორიით ამაყობს — ისტორიით, რომელიც ოჯახურ ტრადიციებსა და თავდადებაზეა დაფუძნებული.

ჩვენი მეურნეობა მდებარეობს კახეთის გულში, უძველესი ალავერდის მონასტრის მახლობლად — მონასტრის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ღვთისმსახურებისა და სოფლის მეურნეობის შთაგონების წყარო იყო. სწორედ ამ წმინდა სივრცეში, სადაც ფიზიკური შრომა და სულიერი შინაარსი ერთმანეთს ერწყმის, დაიბადა თაფლიკაცი.

თაობიდან თაობას გადმოცემული ცოდნა, მონასტერთან მჭიდრო კავშირი და ფუტკრისადმი ღრმა პატივისცემა ჩვენი საქმიანობის საფუძველია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს პროდუქტებში სიბრძნე და სიწმინდეა ჩაქსოვილი, და ამავდროულად ვახორციელებთ თანამედროვე ინოვაციებს, რათა ღირსეულად ვუპასუხოთ დღევანდელ მოთხოვნებს.

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია — ამ სულისკვეთებით ვქმნით ნატურალურ, სანდო და შინაარსით მდიდარ პროდუქტს, რომელსაც თაფლიკაცი ჰქვია.

download_edited.jpg
images (1).jpg
472229633_1044237777508319_6007240500257326092_n.jpg

მეურნეობის ხელმძღვანელი
და თანადამფუძნებელი

შოთა კალანდარიშვილი

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეფუტკრე, რომლის ცოდნაზე და პრაქტიკაზეა დაფუძნებული კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა. მისი გამოცდილება და ერთგულება ხარისხის და სანდოობის გარანტიაა.

517419794_10161974022582153_4822636732382021369_n.jpg

სხვა სურათები ვერ ვიპოვე

bottom of page